|
2015-05-08 13:50:52, 527 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეთა სასწავლო კურსის მსენელთა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მსენელთა სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, უმაღლესი სკოლის 18 წარმატებულ მსენელს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელონ. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა სასამართლოს მოხელეთა სწავლება. დღეს ჩვენ სერტიფიკატებს გადავცემთ 18 წარმატებულს მსენელს, რომლებმაც გაიარეს სასამართლოს მოხელის ორ თვიანი სპეციალური სასწავლო კურსი. თავის მხრივ ორიენტირებული იყო, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებაზე. 18 წარმატებული მსმენელს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ შესაძლებლობას შემდგომ დასაქმებას სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი სკოლა კიდევ ერთხელ გამოაცხადებს საბუთების მიღებას სპეციალურ სასწავლო კურსზე სწავლების მსურველთათვის“,-განაცხადა ლაშა მაღრაძემ. მსენელებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე ორი თვის განმავლობაში ისწავლეს. სწავლება მოიცავდა, როგორც ინტენსიურ თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსენელებმა სასწავლო კურსის ბოლოს, პრაქტიკის განზოგადების მიზნით იმიტირებული სასამართლო პროცესები გამართეს თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებში. სერთიფიკატები გადაეცა იმ 18 მსენელს, რომლებმაც სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ასევე მათ დამატებით მიეცემათ საშუალება პროფესიული სტაჟირება გაიარონ თბილისის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ, სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებო მსენელებს შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში. მსენელებს სერთიფიკატები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გადასცა.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)