|
2017-12-06 16:13:24, 1891 ნახვა
საზოგადოება
ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა
ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან - 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ - 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც. თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი. პარალელურად, დედაქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე - 105, წინანდლის ქუჩაზე - 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი. მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)