|
2017-12-06 13:45:23, 1805 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობაში ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის მთავრობაში რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიას კლასიკურ რალიში მოპოვებული წარმატებისა და მსოფლიო არენაზე აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის წარმოჩენისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტსმენის მეგობრები ესწრებოდნენ. აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული. 2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია"-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2 კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები. დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)