09:58 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 13:06:38, 1232 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს, ასოციაციის M&C Saatch დირექტორს ჯერი ოსბორნს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების კუთხით თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებში არსებული მიღწევები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანელ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივის - სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელების პროცესი გააცნო.

მან თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ მიმართულებებზე  ისაუბრა, რაც თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებასა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს.

ლელა ჩიქოვანმა უწყების ამოცანების განხორციელებისას სტრატეგიული კომუნიკაციისა და უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შეეხო.

შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics