2017-12-05 11:06:13, 1860 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა
„ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრატეგიული დისკუსიის მორიგ საერთაშორისო შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონში წელს ვითარება ბევრი თვალსაზრისით გართულდა.
„სათქმელია ისიც, რომ წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში. ტერორიზმი ნამდვილად გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე. რანაირად უნდა გაძლიერდეს, რანაირად უნდა გახდეს უფრო თავდაცვისუნარიანი ჩვენი ქვეყანა და ყველა ის ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკას, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მსჯელობა და მომავალი მიზნების დაგეგმვა არის უმნიშვნელოვანესი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ,