2017-12-03 18:26:51, 2519 ნახვა
საზოგადოება
51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, 51-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სანთლებით და ყვავილებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მომხდარი ფაქტი დროულად გამოიძიონ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
ფოტო:მარიამ გეგუჩაძე
ავტორი: ,