|
2017-12-01 10:26:01, 1618 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, რომელიც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ღონისძიებას ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენს დედაქალაქს თანაინვესტირების ფონდმა უმნიშვნელოვანესი პროექტი აჩუქა - სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” რუსთაველის გამზირზე, ძველი უნივერმაღის ადგილას აშენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვითა და იერსახით, დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. დაახლოებით, 1 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა. „პროექტის განხორციელებაში 97 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და წლების განმავლობაში მიტოვებული ტერიტორია თანამედროვე, უმაღლესი დონის კულტურულ, სავაჭრო და გასართობ ცენტრად აქცია. პირველ რიგში კი, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ობიექტის - ლაღიძის წყლების გახსნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებას იღებს, რომლის განსახორციელებლადაც ყველაფერს გააკეთებს. „ვიღებ ბატონი პრემიერის დავალებას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დედაქალაქს დავუბრუნოთ. ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი. დედაქალაქის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. „გალერია თბილისი“ ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 97 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, რომელზეც 2000 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ კი, 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. „გალერია თბილისში“ ინტეგრირებულია საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხუთი სართული და საკვები ზონა, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში საშუალო და მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებული. პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია თავისუფალი და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები. შენობაში სრულად არის ინტეგრირებული ასევე, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“.
(NS)
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)