2017-11-30 17:13:50, 2031 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
დღეს, 30 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
"ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,