2017-11-30 14:47:50, 1919 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე ერისთავის ქუჩაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა
თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაშავდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავტორი: ,