07:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:11:51, 1978 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გაერთიანებით შეიქმნება უფრო ძლიერი უწყება, რომელიც ეფექტიანი მმართველობის საფუძველზე შეძლებს  სასურველი შედეგების მიღწევას, როგორც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

ლევან დავითაშვილმა ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები ორი სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვეს. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ხათუნა გოგალაძე - GEO, ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, ნინო ჯანაშია - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ირაკლი შავგულიძე - NACRES, ქეთი გუჯარაიძე - მწვანე ალტერნატივა, თამაზ გამყრელიძე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სერგი სოფაძე - ECOVISION, ნინო შარაშიძე - გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ნინო შატბერაშვილი - კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი, მარიამ შოთაძე - WECA საქართველო, თამარ გუგუშვილი - გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ეკატერინე კაკაბაძე - გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ნინო გვაზავა - გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ეკატერინე ნაკაშიძე - გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics