|
2017-11-27 15:50:19, 1896 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა მასტერკლასი ჩაატარეს
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საჯარო ლექცია გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ისაუბრეს სხვადასხვა დაავადებებისა და დიაგნოსტირების თავისებურებებზე და დამსწრე პირებს ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. უწყების ცნობით, შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების, ასევე სურსათის უვნებლობის სფეროში. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის - როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში. დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. სახელმწიფო პროგრამების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც. საჯარო ლექციათა კურსის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ მომავალ სპეციალისტებს. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)