2017-11-27 10:28:33, 1871 ნახვა
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დღეს ოფიციალურად წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობა სხალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დღეს წარადგენს.
ომბუდსმენის საკითხზე დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, მმართფველმა გუნდმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
ავტორი: ,