|
2017-11-26 12:20:29, 1803 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის წარმომადგენელი გიორგი მეგრელიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ დავით ხმელიძეს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ხორბლის ნაკვეთები დაათვალიერეს. ბოლნისში, დავით ხმელიძეს სეტყვის შედეგად ორ ნაკვეთზე მოსავლის 36% და 60% დაუზიანდა, სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 3 564 ლარი და 13 365 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისების შესაძენად გადახდილმა თანხამ ჯამურად შეადგინა 871.65 ლარი, ხოლო სააგენტოს სუბსიდიამ 2033.65 ლარი. 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 20 682 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 15 365 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7 252 990 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 20 466 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 136 480 969 ლარია. ქარიშხლის, წყალდიდობის და სეტყვის შედეგად 3 021 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 3 842 188 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო - ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)