|
2017-11-25 20:18:50, 1901 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სიტუაციას კიდევ ერთხელ გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო. კახა კალაძე გაბრიელ სალოსის გამზირიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ 22 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით არის უზრუნველყოფილი. „ეს ის ოჯახებია, რომლებმაც მოგვმართეს და შესაბამისად, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნენ. როგორც კი კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს დაამთავრებენ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, შენობაში მერიის ლაბორატორია შევა და გავიგებთ, რამდენად შეესაბამება არსებული კორპუსი აღდგენით სამუშაოებს. თუ დადებითი დასკვნა გვექნება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაშინვე დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისის მერიას თხოვნით მიმართეს, რომ საკუთარი ოჯახებიდან პირადი ნივთები გამოეტანათ. „მადლობა მინდა გადავუხადო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, რომ ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარ ოჯახებში ასულიყვნენ და ნივთები გამოეტანათ. ამ დროისთვის აღნიშნული ღონისძიება დასრულდა და ეს ადამიანები ისევ დროებით საცხოვრებელ ფართებში მოთავსდებიან. როგორც კი აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ, აღნიშნულ კორპუსს ყველანაირად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, შეუძლია მიმართოს ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)