2017-11-25 19:55:51, 2134 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ დაკრძალავენ
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მანამდე გარდაცვლილს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ვანო გოლოშვილს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, ვანო გოლოშვილი 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, სპეცოპერაციის დროს კიდევ ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა, მათგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს თანამშრომელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დააკავეს, სამი კი, ლიკვიდირებულია.
ავტორი: ,