2017-11-24 23:28:42, 2263 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის ლოკალიზება მოხდა თუმცა დაკვამლიანება კვლავ ძლიერია
აჭარა-გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის ლევან მაისურაძის განცხადებით, ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხდა. მისივე ინფორმაციით დაკვამლიანება კვლავ ძლიერია.
მისივე თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე - მაშველი.
ხანძარს რომელიც ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" რამდენიმე საათი წინ გაჩნდა 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათი ადამიანი დაშავდა. ამასთან დაშავდა 3 მეხანძრე-მაშველიც.
ავტორი: ,