2017-11-24 15:18:18, 2095 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
მეტროსადგურ „დიდუბეში“ ინციდენტი მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებებით რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„მგზავრმა სხეული დაზიანება მიიღო. დროულად მოხდა რეაგირება და ძაბვა მოიხსნა. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მგზავრი ცოცხალია, ის ამოყვანილია ლიანდაგიდან. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული და როგორც კი კრიმინალური პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებს, თბილისის მეტროპოლიტენი მზად არის, რომ მთლიანდ ხაზზე აღადგინოს მოძრაობა. ამ ეტაპზე ვარკეთილიდან სადგურის მიმართულებით ვემსახურებით მგზავრებს“,-აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.
ავტორი: ,