2017-11-24 12:10:25, 2144 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ცივი და თოვლიანი ამინდი ნარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
25 ნოემბერს დღისით გამოიდარებს და 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ,