2017-11-23 11:17:32, 4081 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა, - ამის შესახებ ბრძანება პატრიარქმა ქაშუაეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა.
როგორც ილია მეორემ განმარტა, აღნიშნული ბრძანება დღეს დაიწერა. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
ავტორი: ,