2017-11-23 11:07:48, 1949 ნახვა
საზოგადოება
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კვლავ სპეცრაზმი შეიყვანეს - მოსახლეობას ადგილზე შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ
გაბრიელ სალოსის გამზირზე, იქ სადაც სპეცოპერაცია 20 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ტერიტორია კვლავ ბლოკირებულია.
სამართალდამცველები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მათ ტერიტორიაზე ჯერ არ უშვებენ. ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობისაგან დაცლილია.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პოლიციის ცნობით, მოსახლეობის შეშვება სავარაუდოდ დღეს ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაბრიელ სალოსის გამზირზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 4 სამართალდამცველი დაშავდა და ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ასევე, მოხდა 3 ბოროტმოქმედის ლიკვიდირება.
ავტორი: ,