03:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 18:36:25, 1997 ნახვა

საზოგადოება
მერია სპეცოპერაციის ადგილიდან გამოყვანილ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

„ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გვინდა, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ყურადღების მიღმა არცერთი მათგანი არ დარჩება. მერია, რასაკვირველია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს აუცილებლად უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, მათ, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, ისნის გამგეობას მიმართოს, რათა რეგისტრაცია დროულად მოხდეს.

„ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება, ისნის გამგეობას დროულად მიმართოს, რათა მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა მოხდეს. ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics