|
2017-11-21 12:17:34, 1677 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასის“ ფინალური ეტაპი დაიწყო!
18-19 ნოემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონსა და სტადიონ მცხეთა-პარკზე სტარტი აიღო სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალურმა ეტაპმა, რომელიც ორ ზონად (აღმოსავლეთი და დასავლეთი) მიმდინარეობს. გახსნით მატჩში ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტი - თბილისის „ნახალოვკა“ დაუპირისპირდა მცხეთის „ნიჩბისს“. შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში „ნიჩბისის“ მეკარის უპატიებელი შეცდომის წყალობით თბილისის „ნახალოვკა“ დაწინაურდა, რასაც კიდევ სამი უპასუხო გოლი მიაყოლეს და მატჩი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანეს (4-0). სასურველ შედეგს მიაღწია მეორე თბილისურმა გუნდმა „35-ე თბილისმა“, რომელმაც კახეთის რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული გურჯაანის „ბეკო“ ანგარიშით 3-0 დაამარცხა და აღმოსავლეთის ზონის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისთვის ნაცნობ თბილისის „ნახალოვკას“ დაუპირისპირდება. დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს „კურდღელაურმა“ და „მეჯვრისხევმა“ რომლებმაც საკუთარი მეტოქეები გარდაბნის „თელეთი“ და „აწყური“ უშანსოდ დაამარცხეს, და აღმოსავლეთის ზონის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მოყვარულთა თასის დასავლეთ ზონის პირველ მატჩში „წყალტუბო“ დაუპირისპირდა ლანჩხუთის „ოქროს უბანს“. მატჩის დაწყებისთანავე აშკარა იყო წყალტუბოს უპირატესობა, თუმცა სახიფათო იყო ლანჩხუთის „ოქროს უბნის“ კონტრშეტევები. ტაიმის მიწურულს „წყალტუბომ“ საჯარიმო დარტყმის მეშვეობით მოახერხა გოლის გატანა და შესვენებაზე ერთ ბურთიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის მეორე ნახევარი პირწმინდად „წყალტუბოს“ უპირატესობით წარიმართა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის წყალტუბოს მთავარ მწრთვნელს ფარვიზ ნიჟარაძეს. საბოლოოდ, „წყალტუბომ“ დიდი ანგარიშით 7-0 დაამარცხა მეტოქე და დასავლეთ ზონის ნახევარფინალურ მატჩში ონის „მამისოსნს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ხულოს „მირაჟთან“ მეტოქე გუნდის დაგვიანების გამო ტექნიკური მოგება მიითვალა. დამაჯერებელი გამარჯვება მიითვალა ქუთაისის „სარბევმა“, რომელმაც ზუგდიდის „რუხი“ ანგარიშით 10-4 დაამარცხა და დასავლეთ ზონის მეორე ნახევარფინალში ფოთის „ჭაბონამას“ დაუპირისპირდება. 1. ზუგდიდის „რუხი“ 4-10 ქუთაისის „სარაბევი“ გოლები: (რუხი) თოდუა ირაკლი, ოთარ ხუფენია, ირაკლი ფანცულაი, ჭაბუკა შენგელია; (სარბევი) გიორგი გიორგაძე, ღუღუნა გიგაშვილი, გიორგი ჯახაია, ლაშა გელოვანი, ლადო ხიდეშელი(3), თემური სანიკიძე(3) 2. ჩოხატაურის „გუბაზი“ 0-3 ფოთის „ჭაბონამა“ (ტექნიკური) 3. ხულოს „მირაჟი“ 0-3 ონის „მამისონი“ (ტექნიკური) 4. ლანჩხუთის „ოქროს უბანი“ 0-7 წყალტუბოს „წყალტუბო“ გოლები: გელა თუთბერიძე, ზვიად ქუთათელაძე, ხვიჩა ეგრეხელიძე, თორნიკე კაპანაძე, მამუკა მიქაძე, დაჩი კოსტავა 5. თბლისის „ნახალოვკა“ 4-0 მცხეთის „ნიჩბისი“ გოლები: ლუკა ხომასურიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გიორგი სეფიაშვილი, დათო მიქავა 6. „კავკასია“ თელეთი 0-4 თელავის „კურდღელაური“ გოლები: ზაქარია ბიძინაშვილი(2), ლევან ბოტკოველი(2) 7. გორის „მეჯვირსხევი“ 4-1 ახალციხის „აწყური“ გოლები: (მეჯვრისხევი) დავით ადუაშვილი(2), ნიკოლოზ სულთანიშვილი, გიორგი მუნჯიშვილი, (აწყური) გიორგი გოგოლაძე. 8. „35-ე თბილისი“ 3-0 გურჯაანის „ბეკო“ გოლები: გიორგი ადეიშვილი, შალვა უზნაძე, შოთა ავსაჯანიშვილი (35-ე თბილისი) პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|











epn.ge (@expressnews.ge)