|
2017-11-21 11:10:16, 1707 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეფორმის ფარგლებში 300 ათასზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს. რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება. სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას თავად განახორციელებს. მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, სამეზობლო დავების, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო, მიწას ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების დარეგისტრირებას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. პროექტის მიხედვით, უფასოა მიწის რეგისტრაციის პროცედურა და ასევე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებულ დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელსაც მოქალაქეები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. „დღეისათვის გვაქვს კარგი მაჩვენებელი რეფორმისა. მოგვმართა ნახევარ მილიონზე მეტმა, დაახლოებით 600 000-მა მოქალაქემ, აქედან 306 000 რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა წელიწადსა და 2 თვეში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც არსებობდა რეფორმის დაწყებამდე. გარდა ამისა, იმას, რაც ადრე მოქალაქეს თავად უნდა ეკეთებინა - დაეხარჯა დრო, ფული და ენერგია - ახლა აკეთებს საჯარო რეესტრი თავისი რესურსით. მოსახლეობის ნაწილს ძალიან უჭირდა იმ თანხის გადახდა, რაც მიწის აზომვით და აგეგმვით სამუშაოებს სჭირდებოდა. ამ ნაწილს დღეს სახელმწიფო აანაზღაურებს“, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. ჯერჯერობით, სისტემური რეგისტრაციის პროექტი საპილოტეა და 12 განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავს: მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული და შუახევი. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. სარეგისტრაციო წარმოებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)