|
2017-11-21 10:44:30, 1438 ნახვა
საზოგადოება
ქართულ ანტიკორუფციულ და საჯარო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებს სერბეთის დელეგაცია გაეცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სერბეთის საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სერბ მინისტრს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში მიღწეული წარმატებები და გამოცდილება გაუზიარა. თეა წულუკიანმა ბრანკო რუჟიჩს სახელმწიფო სერვისების მიწოდების თანამედროვე სისტემა გააცნო და ონლაინ და დისტანციური სერვისების შესახებ ესაუბრა. „სერბეთის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრი საქართველოს ეწვია იმ მიზნით, რომ გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" სფეროში, ისე ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მმართველობის და, პირველ რიგში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების გაცემის კუთხით. ამიტომაც ის დღეს ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს და მოისმენს, ასევე, ინფორმაციას, თუ როგორ ხდება მსგავსი სერვისების გაცემა სოფლად, რათა სახელმწიფო სერვისები არ იყოს მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით ტექნიკურ, ექსპერტულ დონეზე სამუშაო ჯგუფს ორ სამინისტროს შორის, იმისთვის, რომ სერბეთმა შეძლოს, ისე, როგორც ეს სერბულ მოდელს და სახელმწიფოს შეესაბამება, ქართული გამოცდილების გაზიარება", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადვილად წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკის, ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურების, ელექტრონული მუნიციპალური მართვის სისტემის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გამჭვირვალე და ღია მმართველობის ჩამოსაყალიბებლად გატარებული და ანტიკორუფციული რეფორმები იმ წარმატების მიზეზი გახდა, რომელსაც საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში მიაღწია. 19 სექტემბერს საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო 75 ქვეყნისაგან შემდგარ მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს უხელმძღვანელებს. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სერბეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სერბეთის საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს და ის საჯარო მმართველობის რეფორმის, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროებს მოიცავს. სერბეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სახლს და სერვისების განვითარების სააგენტოსაც მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა წარმატებული რეფორმების შედეგებს, რომლებიც მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას უზრუნველყოფს. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)