|
2017-11-17 17:38:25, 1741 ნახვა
საზოგადოება
სოციალური კამპანია „#იმოქმედე" - უფასო ტრენინგების 6 თვიანი ციკლი დასრულდა
იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ შეაჯამეს. ტრენინგებს საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად მომზადებული პროგრამით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ატარებდნენ. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ტრენინგები ორ ენაზე ჩატარდა. მთლიანობაში, ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 78 ჯგუფთან ჩატარდა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგების ანგარიშის თანახმად, ჯგუფში მონაწილეთა ყველაზე მაღალი რაოდენობითა და აქტიურობით გამოირჩეოდა მესტია, ქუთაისი და გურჯაანი, მათ შორის კი, ვინც სწავლება გაიარა, 80%-ზე მეტი ქალია, ხოლო მონაწილეთა ინფორმირებულობის დონე ორჯერ გაიზარდა. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთ. სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადოებაზე, გაეცნენ ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. მსმენელებს გაუღრმავდათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ მსხვერპლს და როგორ ამოიცნონ ძალადობის ესა თუ ის ფორმა. სწავლება მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით. სლოგანით „#იმოქმედე!" იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც 6 თვის განმავლობაში მის ფარგლებში ჩატარდა. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა. ტრენინგზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა მიეცა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)