2017-11-16 16:45:36, 2046 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის ტრეფიკინგის თემაზე კონფერენცია ჩატარდა
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის კონფერენცია გაიმართა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა".
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 104-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონფერენციისთვის 40 სტუდენტი შეირჩა.
ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის კუთხით სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.
კონფერენცია სტუდენტებისთვის უფასო იყო და ის იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის რესურსებით ჩატარდა.
(NS)
ავტორი: ,