|
2017-11-16 13:42:38, 1933 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ისნის და სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორისა და ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კალაძის თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე კომუნიკაციების მოწესრიგება განხორციელდა. „ჭიჭინაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განხორციელდა კომუნიკაციების მოწესრიგება და მადლობა მინდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გზის საფარის დაგებას, ახლა მივიღეთ პირობა, რომ დღესვე დაიწყებენ სამუშაოებს და ორშაბათისთვის დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს შესაბამისი. ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის დრო. 4 წელი მართლა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ის პროექტები, პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარებული იყოს, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს მართლა დაეტყოს ჩვენი ხელი და ასეთი პროექტები არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, და შესაბამისად, ეს უნდა მოგვარდეს,“- აღნიშნა თბილისის მერმა. აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება. თბილისის მერთან ერთად დღეს მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“-ის დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი. დღესვე თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე 1500 მმ-იანი 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ახალი კოლექტორი ზედაპირიდან შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით, საავტომობილო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ღამის საათებში აწარმოებს. სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს "ვიაიპი+" აწარმოებს. კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)