2017-11-15 22:45:34, 2126 ნახვა
საზოგადოება
გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზის მრევლსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშილი ცხოვრობს, ხმაური იყო.
ბერს ბინის მეპატრონემ სახლში შესვლის უფლება ისევ არ მისცა. აღნიშნულის გამო ადგილზე ბერი ნიკოლოზის მრევლი შეიკრიბა და მისი სახლში შეშვება მოითხოვა, თუმცა ბინის მეპატრონემ შეშვებაზე უარი თქვა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
„TV პირველის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მრევლმა ბერთან ერთად საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილით სცადა, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
გამრეკელის ქუჩაზე ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟია მობილიზებული.
ავტორი: ,