|
2017-11-14 16:07:24, 1805 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დაიწყება
წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა. „წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუქზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)