|
2017-11-14 13:35:20, 7687 ნახვა
კულტურა
BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი
საქართველოში, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია, - ამის შესახებ ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს. მედია საშუალების ინფომრაციით, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, თბილისიდან 30-50 კილომეტრში იპოვეს. ზოგიერთ ფრაგმენტზე მოცეკვავე ფიგურები და ვაზის მტევნებია გამოსახული. ამასთან, BBC-ი წერს, რომ აქამდე, უძველესი ნიმუშები (7000 წელი) ჩრდილო-დასავლეთ ირანში იყო ნაპოვნი. აღნიშნული კვლევა, ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოსცა. "ჩვენ გვწამს, რომ ეს ველური ევრაზიული ვაზის ხელოვნური დამუშავების უძველესი ნიმუშია. ღვინო დასავლური ცივილიზაციის ქვაკუთხედის ნაწილია. მედიცინა, სოციალური დატვირთვა, ჰალუცინოგენი და ძვირადღირებული სითხე - ღვინო ანტიკური კულტურის ეკონომიკურ, რელიგიურ, კულინარიულ და ფარმაცევტულ ასპექტებში უდიდეს როლს თამაშობდა", - აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი, სტივენ ბატიუკი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს. ღვინის ქიმიური კვალი სულ 8 ნიმუშში იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ყველაზე ძველი ძვ. წ. 5 980 წლით თარიღდება. მანამდე ღვინის ყველაზე ძველ სამშობლოდ ჯერ სომხეთი შემდეგ კი ჩინეთი ითვლებოდა. 2011 წელს სომხეთში აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელშიც 6 ათასი წლის წინ ღვინო ინახებოდა. შედეგი, ირანმა და ჩინეთმა გააუმჯობესეს. 2004 წლის აღმოჩენის მიხედვით, ჩინეთში 7000 წლის წინ, ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს აკეთებდნენ. თუმცა, დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)