08:27 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 10:55:54, 4183 ნახვა

ეკონომიკა
თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა

თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა -  EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაასრულა.

განხორციელებულ ღონისძიებებზე დღეს სახელმწიფო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართება, გახსნის ცერემონიას კი რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი გახსნიან.

„ეს იქნება უპრეცენდენტო ღონისძიება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. თბილისი შეირჩა იმისთვის, რომ საქართველო გაგვეცნო ჩვენი აქციონრებისთვის, გვეჩვენებინა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა და ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისი 13-15 მაისს უმასპინძლებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics