2017-11-10 17:47:22, 2116 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს დადებითად აფასებს
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები.
კერძოდ, ევროკომისია აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის, შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით გადაფგმულ ნაბიჯებს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ სისტემის განვითარება ხელს უწყობს პირველ რიგში, როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწორ სვლას“. ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
(NS)
ავტორი: ,