|
2017-11-09 20:40:36, 1993 ნახვა
საზოგადოება
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ ხელი მოაწერა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც ესწრებოდნენ, რომელნიც ამ ეტაპზე უვადოდ გამწესებული არ იქნენ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)