|
2017-11-09 15:03:24, 2042 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და სულის სადარაჯოზე
„ჟანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ სწორედ იგი არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ჯანსუღ ჩარკვიანი სამების ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს (ვიდეო)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)