|
2017-11-09 11:13:44, 2020 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა. ”ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი მუცლის არეშია დაჭრილი და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ”ერთი ჯარისკაცია დაშავებული, საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს სროლის შედეგად მიიღო მუცლის არეში ჭრილობა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერჯერობით შედეგს ველოდებით. ახლაც მიმდინარეობს ბრძოლები, არ შეჩერებულა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან სერიოზული შეტაკებებია. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება”, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა. "კურიერის" ინფორმაციით, ქართველი სამხედრო ამ დროისთვის კომაში იმყოფება. ოჯახი ჯერ-ჯერობით ინფორმირებული არ არის, ამდენად დაშავებულის სახელი არ კონკრეტდება. ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)