20:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 21:54:43, 1911 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები სერთიფიკატებით დააჯილდოვა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში საჯარო ლექცია - „საქართველოს ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მიმდინარეობა“ გამართა.

სახელმწიფო მინისტრის ლექციით უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 3 დღიანი საშემოდგომო სკოლა დაიხურა. 

სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს გაეცნენ.

სკოლის მსმენელები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ვიატორ დოლიძემ სტუდენტებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

„ჩვენმა სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ნატოსთან, ევროკავშითან ურთიერთობის საკითხებზე და მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ეს იყო სასწავლო კურსი, რომელიც ცნობიერების ამაღლებასაც ხელს შეუწყობს და დეტალური ინფორმაციის მიწოდებასაც, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს უკავშირდება“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ლექციის დასრულების შემდეგ.

საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics