19:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:06:25, 2060 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე მეორედ გახდა ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014 წელს პირველად მიიღო ხარისხის მართვის სამწლიანი სერტიფიკატი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

ხარისხის მართვის სისტემა მიზნად ისახავს ორგანიზაციის სამუშაო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას. 2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე .

საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. დასკვნის საფუძველზე, კომპანია DQS GmbH-მა გასცა შესაბამისობის დამატასტურებელი სერტიფიკატი. DQS GmbH წარმოადგენს ხარისხის საერთაშორისო ქსელის (IQNet) წევრ მასერტიფიცირებელ ორგანოს. შესაბამისად, სსე გახდა IQNet-ის სერტიფიკატის მფლობელიც. სერტიფიკატი სსე-ს სამი წლის ვადით მიენიჭა. ამ პერიოდში სერტიფიცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ზედამხედველობის ორი აუდიტის ჩატარებას.

„სტანდარტის ახალი ვერსიის შესაბამისობის სერტიფიკატის მოპოვებით, ჩვენი კომპანია დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ ბიზნესის სამყაროში“, - განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics