|
2017-11-08 11:28:42, 1629 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე უკრაინის დელეგაციის წევრები კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას გაეცნენ. არაერთ ცნობილ ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან ერთად, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გრუშევსკიც სწავლობდა. „ილია ჭავჭავაძემ ბოლო 150 წლის განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართულება. განსაზღვრა ვინ ვართ, საით ვვითარდებით და სად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ მისი დაბადების 180 წლის იუბილეს აღნიშვნა იწყება სწორედ იმ სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა და რომელმა სკოლამაც შექმნა მთელი პლეადა საქართველოს ისტორიის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელწოდებით „ილია-ჩვენი თანამედროვე“ თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)