2017-11-06 12:27:03, 1855 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გული დამწყვიტა თვალსაჩინო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ.
სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ,