17:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 21:00:04, 2138 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდი-სენაკის მაგისტრალზე კიდევ ერთი საგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალუ მაგისტრალზე კიდევ ერთი საგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპედი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გამოიწვია.  

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

ცნობისთვის, ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალში ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნით ადრეც მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics