15:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:39:53, 1644 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ათეულშია

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2018”-ის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის,  საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ხარისხის მიხედვით  მე-16 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა.

ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე.

მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. უწყების მიერ ბოლო წლების განმავლობაში სისტემის სწორად ფუნქციონირებამ  განაპირობა ამჟამინდელი წარმატება.

Doing Business 2018 ანგარიშის მიხედვით, დაწინაურდა გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში 106-ე ადგილიდან  57-ე  ადგილზე გადმოინაცვლა.

მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილები წარმოადგენს.  განხორციელებული რეფორმების შედეგად გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი,  მოვალისთვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა, პროცესში კი მხარეთა ჩართულობა და ინფორმირებულობა.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics