|
2017-10-31 16:31:49, 1612 ნახვა
საზოგადოება
IDMC-ის 200-მდე წარმომადგენელი არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება
IMDC-ი 200-მდე დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ვაკის საარჩევნო ოლქებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემულ საარჩევნო ოლქებში, როგორც წინასაარჩევნო პროცესმა, ასევე კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. უზრუნველყოფილი იყო კენჭისყრის დღეს უსაფრთხოება და არ დაფიქსირებულა ძალადობის ფაქტები, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მიხეილ ჭიღლაძის თქმით: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი ადმინისტრაციული ვალდებულებები დროულად, ეფექტიანად, და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით შეასრულა. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობდა სწრაფად, გამჭირვალედ და კომისიის წევრები თავიანთ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. საბოლოოდ არჩევნებმა ჩაიარა დემოკრატიულ გარემოში, საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით, ხოლო რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გამოვლენილი ვერ ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგების ლეგიტიმურობაზე გავლენას.“ IMDC-ის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს: “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად სპეციალური ზომები იქნა მიღებული, კერძოდ 1 151 ადაპტირებული საარჩევნო უბანი მოეწყო, სადაც სპეციალური საარჩევნო ჯიხურები დაიდგა. თითოეულ ასეთ საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იყო გამადიდებელი შუშა და ტაქტილური ჩარჩოების მქონე ბიულეტენები (სპეციალური ჩარჩო-ფორმა). მიხეილ ჭიღლაძემ ხაზი გაუსვა პროცედურულ დარღვევებსაც, მისი თქმით, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაერთი პროცედურული დარღვევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დარღვევებს არჩევნების საბოლოო შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია. წინასაარჩევნო პროცესმა მმართველი პარტიის დომინირების ფონზე ჩაიარა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო პარტიების არათანაბარი დაფინანსებით, კერძოდ პარტიათა ჯამურმა შემოწირულობამ შეადგინა დაახლოებით 13 მილიონი ლარი, საიდანაც შემოწირულობის 90%-ზე მეტი მიიღო მმართველმა პარტიამ. „კენჭისყრის დღეს ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 80-მდე მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა, რაზეც დაიწერა 50-მდე საჩივარი, ხოლო სხვა შემთხვევებში მიცემულ იქნა მითითებები.წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი დამკვირვებლების მიერ ძირითადად დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში ხარვეზები. მოცემულ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა პარტიების წარმომდგენლების მიერ სარეგისტრაციო ჟურალებიდან ამომრჩევლების პირადი მონაცემების შეგროვების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქმედება დაშვებულია საარჩევნო კოდექსით, როგორც საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების რეალიზება მოხდეს იმდაგვარად, რომ კონკრეტულ სუბიექტს არ მიეცეს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების არამართლზომიერად დამუშავების შესაძლებლობა, რადგან დაუშვებელია პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის გარეშე. ამასთანავე, ეს ქმედება გამოყენებული არ უნდა იყოს ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისათვის“, - აღნიშნა მიხეილ ჭიღლაძემ არასამთვრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათი გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები გააგრძელებს სადამკვირვებლო მისიას არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, ოზურგეთსა და მარტვილში.
(NS
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)