|
2017-10-31 12:43:57, 1404 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
„პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე გაიმართა პროფესიული განათლების ახალი პროგრამების გამოფენა - „პროფესიები მომავლისთვის“. წარმოდგენილი იყო 40-მდე ახალი პროფესიული პროგრამა ავიაციის, საზღვაოს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროების მიმართულებით. მერობის კანდიდატმა პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პროგრამები, რომელთა განხორციელებაც დღეიდან დაიწყება, სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას. მისივე თქმით, ამ პროგრამების ამოქმედებით საქართველოში დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში მალე დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო-შემეცნებითი ცენტრები და ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, პროფესიული პროგრამებით გადამზადება მნიშვნელოვანი იქნება. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაგვეხმარება, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ მომავლის პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში განსაკუთრებით გვჭირდება პროფესიონალი სპეციალისტები, რომელიც თბილისის, ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ძვირფასო კოლეგებო, მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! ზუსტად თქვენი დახმარებით, თქვენ მიერ მიღებული თანამედროვე ცოდნის მეშვეობით ერთად შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - განაცხადა კალაძემ. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის დროს, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, ყოველთვის უწევდათ უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა. კალაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ამის საჭიროება აღარ იქნება და მსგავს ვითარებაში იმ ახალგაზრდების შესაძლებლობებს გამოიყენებენ, რომლებიც ამ მიმართულებით გადამზადდებიან და შესაბამისს განათლებას მიიღებენ. “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რათა მათ შეძლეს და პროფესიული განათლების ახალი პროგრამები უმოკლეს დროში რეალობად აქციეს. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეთ ამ პროგრამების შემუშავებას. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დედაქალისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. (NS)
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)