|
2017-10-25 12:57:38, 1727 ნახვა
საზოგადოება
31523 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31523 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეამიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულიპოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1491,9 მლნლარის მოცულობის სესხია გაცემული. „1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 969-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1445,6მილიონიდან 1491,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 31523 ხელშეკრულებიდან 14891 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 195,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლოსესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 14.4% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 10992 სესხიამიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 453,5 მილიონი ლარია. 3514 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 799,69 მილიონი ლარია. აქედან მცირე დასაშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 165,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1ოქტომბრის მონაცემებით 634,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 279ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4620 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,98%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 1847 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხებისმთლიანი მოცულობა 38,8 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ოქტომბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტოპორტფელის 17,7%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურსესხებზეა. დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.2%-ია, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა წლისბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება. ჩვენი აზრით, ლარის ბოლოდროინდელი 2%-იანი გაუფასურების ეფექტიინფლაციაზე არ იქნება მაღალი. გაცვლითი კურსის მცირე მერყეობის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკისგამკაცრება. „საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლარის ფინანსურირესურსის არსებობა და გაცვლითი კურსის მცირე მერყეობამ არ უნდა შეზღუდოს ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“,-ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)