|
2017-10-25 12:14:56, 1923 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარიკა დიდებულიძემ გახსნეს. სამდღიანი კონფერენციის 17 სექციაში განაწილებული პრეზენტაციები მრავალფეროვანია და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რესტავრაციისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის სფეროებში არსებულ სიახლეებს აერთიანებს. კონფერენციაზე მოხსენებას კითხულობს საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პარალელური ღონისძიება - არქეოლოგის, პროფესორ ნოდარ ბახტაძის საინფორმაციო ხასიათის მოხსენება: „უძველესი ბაზილიკების არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში"; დოკუმენტების რესტავრატორის, დალია იონინაიტეს სემინარი ეტრატის რესტავრაციის შესახებ; ლიტვის კინოცენტრის რესტავრირებული ფილმის "ბავშვები სასტუმრო „ამერიკიდან" (1991 წელი) ჩვენება. ეროვნული არქივის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)