|
2017-10-24 15:08:51, 1832 ნახვა
საზოგადოება
რიგით მე-12 ახალი ბაღი ვაშლიჯვარში გაიხსნა
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა - საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ახალი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა და ბაღის პირველ აღსაზრდელებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა. “ამ უბანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ ეს ტერიტორია და ავაშენეთ სრულიად ახალი, ჩვენი მმართველობის პირობებში რიგით მე-12 სააღმზრდელო დაწესებულება. შეიქმნა, დამატებით, 350 ბავშვის ადგილი და დღეიდან ახალი ბაღი უკვე ფუნქციონირებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას. N 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს და ის 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 70 ადამიანი. სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო - დაიდგა ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა კედლები. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტრაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო - პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ფარგლებში, ბაღში მისულ სტუმრებს ფოტო-კოლაჟიც უჩვენეს, სადაც ასახული იყო 2014 წლის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა და სამი წლის მუშაობის შედეგები. ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში თბილისის მერთან ერთად დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)