|
2017-10-24 12:59:36, 1929 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო „მეგავინო“ პირველად ბელგიის გამოფენაზე წარსდგა
ქართული ღვინის კომპანიები პირველად მონაწილეობდნენ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,MEGAVINO 2017’’, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: ,,შილდა’’, ,,მოსმიერი’’, ,,ვაზიანი’’, ,,შატო ნეკრესი’’, ,,ქიმერიონი’’, ,,კახური ღვინის მარანი’’, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი“ უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. დეგუსტაცია გაიმართა ღვინის პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე“ (კახური ღვინის მარანი), „ხიხვი“(შილდა), „წინანდალი“ (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი“ და „ქინძმარაული“ (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი“ და „ხიხვი ქვევრი“ (ვაზიანი), „საფერავი“ (ქიმერიონი) და „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“ (წინანდლის ძველი მარანი) „მეგავინო“ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ, ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინისკონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები. წელს „მეგავინოს“ საპატიოსტუმარი იყო ბულგარეთი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)