09:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 10:11:12, 2251 ნახვა

საზოგადოება
სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, თბილისში, ყველა უბნის მონაცემებით, მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე 51,13%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 17,49%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics