09:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 09:59:21, 2123 ნახვა

საზოგადოება
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 444 საჩივარია შესული

ამ დროის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 444 საჩივარია შესული. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.

ცესკო-ს ინფორმაციით,  საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.

„ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას“,-განმარტავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა სამივე სახის არჩევნებისთვის დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დათვალა ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის და თბილისის პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის. რაც შეეხება თვითმმართველი თემის მერის, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნების შედეგებს საქართველოს მასშტაბით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის ასევე დათვლილია.

“ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი“,-აღნიშნა ცესკო-ს სპიეკრმა ანა მიქელაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics