|
2017-10-21 11:16:29, 1748 ნახვა
საზოგადოება
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით იცვლება
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, ხვალ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. შესაბამისად, მერიის ცნობით, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. „22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: • გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით • კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა) • თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) • გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე • მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე • წინამძღვრიშვილის ქუჩაზე • ბაქოს ქუჩაზე • ზაარბრიუკენის მოედანზე • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: • ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს • ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო - N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება. • საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება • ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან • ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები. ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)